logo_geo
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი: შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტში 48 საათში აფეთქება მოხდებოდა
- +

31 ივლისი. 2019. 19:06

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება 17:50 წუთზე შევიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ევაკუირებულები არიან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არ იყო.

 

ამ დროისათვის სამართალდამცავებმა ბათუმის უნივერსიტეტის შენობა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. ბსუ-ს რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, შენობაში გამნაღმველები ჯერ არ შესულან.

 

„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. დაახლოებით ერთი საათის წინ, უნივერსიტეტის ფოსტაზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში 48 საათში აფეთქება მოხდებოდა. განხორციელდა ევაკუაცია, არც ერთი თანამშრომელი შიგნით არ იმყოფება. შესაბამის სამსახურებს მყისიერად მოვაწოდეთ ინფორმაცია, ველოდებით გამნაღმველებს. სასწავლო პროცესი არ იყო. მეილის მისამართი სამართალდამცავებს გადაეცა. მსგავსი შეტყობინება ორი წლის წინაც შემოვიდა“, - განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი