logo_geo
გავა თუ არა ხვალიდან ეთერში „ტვ პირველი“?
- +

31 ივლისი. 2019. 21:32

 

 

„ტვ პირველი“  „სტერეო+“-ის მომსახურების საფასურის გადაიხდის და არხი აღარ გაითიშება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა განუცხადა.

 

არავითარი გათიშვა არ მოხდება. გადავიხდით თანხას, ჩვენ სულ ვიხდით თანხას. ვადასტურებ, რომ არხი არ გაითიშება არასდროს“, - ამბობს წერეთელი.

 

„რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და „ერთსულოვნების“ შესაძლო გათიშვის შესახებ „სტერეო +“-მა განცხადება გაავრცელა და დავალიანების დაფარვისთვის ვადა პირველ აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.

 

ცნობილია, რომ “რუსთავი 2”-მა თანხა უკვე გადაიხადა.

 

big_banner
არქივი