logo_geo
პროფესორი ლევან ალექსიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

1 აგვისტო. 2019. 11:21

 

პროფესორი ლევან ალექსიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

როგორც თსუ-ში აცხადებენ, პროფესორმა ლევან ალექსიძემ 70 წელზე მეტი მიუძღვნა უნივერსიტეტს, იურიდიული ფაკულტეტის მრავალ თაობასა და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ მწვავე საერთაშორისო სამართლებრივ გამოწვევებს. იგი სიცოცხლის ბოლომდე თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ლევან ალექსიძე მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლად, ხოლო ამ დარგის გლობალურ განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემიური საზოგადოება აღიარებს.

 

ლევან ალექსიძის პანაშვიდები 1-2 აგვისტო, 17:00 საათიდან გაიმართება, 3 აგვისტოს, 15.00 საათზე კი, სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი