logo_geo
ერთი წლის განმავლობაში, სახანძრო-ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 9 სასტუმრო დაჯარიმდა
- +

1 აგვისტო. 2019. 12:16

 

ერთი წლის განმავლობაში სახანძრო-ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 9 სასტუმრო დაჯარიმდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 7 სასტუმროს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 300 ლარი, ხოლო 2 სასტუმროს 200 ლარი დაეკისრა.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯამში ქვეყნის მასშტაბით სახანძრო-ტექნიკური შემოწმება 590 სასტუმროს ჩაუტარა.

 

უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის გარდა, შემოწმების შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და შედგა სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიწერილობები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევებზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი