logo_geo
უცხო ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
- +

2 აგვისტო. 2019. 10:40

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენების გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ.

 

 

ასევე, შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან („მაგთი“, „ჯეოსელი“) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

 

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 31 ივლისს უნარების გამოცდით დაიწყო. უნარების გამოცდაში აბიტურიენტთა 12,9%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

 

 

უკვე გამოქვეყნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ეროვნული გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის ბოლომდე სრულად გამოქვეყნდება.

 

 

 

big_banner
არქივი