logo_geo
საქართველოში 4 აგვისტოდან ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი
- +

3 აგვისტო. 2019. 14:19

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

 

3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი, გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, ასევე – წალკასა და ბაკურიანში.

 

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.

 

 

 

big_banner
არქივი