logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ
- +

5 აგვისტო. 2019. 13:20

 

„პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.

 

ივლისის მონაცემებით, საქართველოში რუს ვიზიტორთა რაოდენობა მხოლოდ 6.4 პროცენტით შემცირდა, იანვარ-ივლისში კი ზრდა 22 პროცენტს შეადგენს.

 

„ივლისში გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა სახმელეთო მიმართულებით, მათ შორის ყაზბეგის გამშვები პუნქტის მეშვეობით. ასევე რუსეთის მოქალაქეები აგრძელებენ სატრანზიტო ველების გამოყენებას“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი