logo_geo
5 აგვისტოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი გაიხსნა
- +

5 აგვისტო. 2019. 15:42

 

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  სპორტკომპლექს „იმედის“ სტადიონზე, დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის.

 

პირველი მატჩი თბილისის „თბილისსა“ და ზესტაფონის „მარგვეთს“ შორის ჩატარდა და ანგარიშით 2:2 დასრულდა. ტურნირში სულ მონაწილეობას  საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 და აზერბაიჯანის 1 გუნდი მიიღებს. ფინალური შეხვედრა კი ქ. გორის ცენტრალურ სტადიონზე 7 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

 

ტურნირის გახსნას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე,  მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის ძალების მთავრი სერჟანტი, კობა ცირეკიძემ, სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჩიხლაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბახის ომის შახიდთა, ომის ვეტერანთა და ომის ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია „კარაბაკ კიზლარის“ თავმჯდომარე, როვშან გულიევი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები.

 

აღნიშნული ტურნირი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. ტურნირის ჩემპიონ გუნდს სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცემა.

 

 

 

big_banner
არქივი