logo_geo
ვინ არის ქართველი პატიმარი, რომელიც გერმანიის ციხიდან გაიქცა?
- +

6 აგვისტო. 2019. 00:56

 

„გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა“, – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გერმანულმა მედიამ გაავრცელა.

 

არსებული ინფორმაციით, ქართველი პატიმარი 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე თურქ პატიმართან გოხან გიუნბეისთან ერთად გაიქცა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა ბურჯანაძეს ბინის ქურდობისთვის წინა საგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

 

ორივე პატიმარი ციხის ეზოში სასეირნოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მათ მოაჯირზე გადაძრომა შეძლეს, ადგილიდან ფეხით მიიმალნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ახლომდებარე რკინიგზის სადგურიდან მატარებლით გაემგზავრნენ.

 

გაქცეულ პატიმრებს ბავარიის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი