logo_geo
შინდისის ბრძოლის მონაწილე სამხედროების უკანასკნელი კადრები
- +

7 აგვისტო. 2019. 11:58

 

სოციალურ ქსელში გვერდმა – „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში შინდისის ბრძოლის მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უკანასკნელი კადრებია ასახული.

 

ცნობისთვის, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადამ უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ – სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია.

 

17 ჯარისკაცი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა; 3 დაჭრილი კი, მოგვიანებით, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი