logo_geo
ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
- +

8 აგვისტო. 2019. 00:29

 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მამუკა ბახტაძის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე.

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი