logo_geo
საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლებს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ
- +

9 აგვისტო. 2019. 17:53

 

აფხაზეთის  ჯანდაცვის სამინისტროსა და  გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში 10 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდება.

 

ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე  გაუწევს.

 

პროგრამის ფარგლებში ხურვალეთში მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ  ჩაიტარონ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები და გაიარონ საჭირო სამედიცინო პროცედურები ჩაფიძის და თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან.

 

სპეციალისტებს შორის იქნებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები: ოჯახის ექიმი, პედიატრი, გასტროენტეროლოგი, პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და რადიოლოგი. ამასთან, აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდებათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

 

მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში 10:00-დან 17:00 საათამდე ჩაუტარებს.

 

აქცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი