logo_geo
დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა
- +

10 აგვისტო. 2019. 15:37

 

1940 წლის 10 აგვისტოს ხალხური მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი დაიბადა.

 

განუზომელია მისი დამსახურება ქართული სამუსიკო ფოლკლორის წინაშე, როგორც ლოტბარისა, მომღერლისა, მკვლევრისა და ხალხური საუნჯის მაძიებლისა.

 

უამრავ დამსახურებას შორის ყველაზე მთავარი: ერქომაიშვილთა დიდი გვარის ღირსეულმა შთამომავალმა შეუძლებელი შეძლო - ქართული სიმღერის საგანძური საქართველოს დაუბრუნა და გადაურჩინა.

 

1968 წლიდან ანზორ ერქომაიშვილი არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. 1972–1975 წლებში გახლდათ რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“.

 

2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

 

 

 

big_banner
არქივი