logo_geo
„FORBES“ ბათუმის ტერმინალის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის
- +

10 აგვისტო. 2019. 16:26

 

ცნობილი და გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ვრცელ სტატიას უძღვნის ბათუმის პორტში მულტიმოდალური პორტის მშენებლობას.

 

როგორც სტატიის ავტორი წერს: საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს.

 

სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

 

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და  დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

 

აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზეა და ამავდროულად სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

 

 ჟურნალისტი „Joresa Blount“, საუბრობს ამ პროექტის როგორც თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობაზე, ასევე  ამერიკული კომპანია „ტრამოს“ დაინტერესებასა და პარტნიორობაზე ამ პროექტთან დაკავშირებით.

 

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ „ტრამო“ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც  დაარსდა 1965 წელს და დღეის მონაცემებით დაახლოებით 450 თანამშრომელს ითვლის, ხოლო 2011 წელს ხუთას დიდ, კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 34 ადგილზე იყო დასახელებული.

 

ჟურნალისტს იქვე მოყავს „ტრამოს“ პრეზიდენტის  ედვარდ ვაინერის კომენტარი, რომელიც ბათუმის ტერმინალის საერთაშორისო  სატრანზიტო პოტენციალს ეხება:

 

„ამ პროექტით ბათუმის და ბაქოს პორტები მთავარ საერთაშორისო ჰაბად ყალიბდებიან, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ საერთაშორისო კომერციული გზების ჩამოყალიბებას ტრანს-ცენტრალური აზიისკენ, ამ პროექტით იქმნება ახალი კოლიდორი, რომელიც უფრო ეფექტურად და მოქნილად დააკავშირებს ევროპა-აზიას. ამ პროექტის განსახორციელებლად პირველ რიგში საჭირო იყო სანდო და მაღალი რეპუტაციის პარტნიორის მოძიება, რომელიც ჩვენმა კომპანიამ „Wondernet Express LLP“ სახით იპოვა“.

 

 

 

big_banner
არქივი