logo_geo
დღეს ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა
- +

10 აგვისტო. 2019. 19:02

 

ქართველი მსახიობი - ზურაბ ყიფშიძე დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, მსახიობთა ოჯახში.

 

პაპა დედის მხრიდან - გიორგი ფრონისპირელი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. დედა- საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელენე ყიფშიძე, მამა - მარჯანიშვილის სახ.თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ავთანდილ ვერულეიშვილი.

 

 

 

1970 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა ვერ მოახერხა - კინოგადაღებებზე იყო დაკავებული. მომავალ წელს ისევ ჩააბარა ინსტიტუტში და ისევ როლის შემოთავაზება კინოში, ამჯერად ლანა ღოღობერიძეს ფილმში „როცა აყვავდა ნუში“.

 

მოსკოვში თეატრის გასტროლების დროს გადაწყვიტა  მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ეცადა ბედი. გახდა სერგეი გერასიმოვის კურსის სტუდენტი.

 

1976 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.

 

თბილისში დაბრუნებისთანავე მას ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში იწვევს მიხეილ თუმანიშვილი, სადაც გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა  სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება" (ვარსქენი), სუხოვო-კობილინის „საქმე“ (ტარელკინი), მოლიერის „დონ ჟუანი“ (დონ ჟუანი), „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (ლენინი) და სხვა.

 

ზურაბ ყიფშიძეს აქვს შესრულებული ბევრი თეატრალური როლი და ათობით კინოროლი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი