logo_geo
ილია მეორე: წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა
- +

11 აგვისტო. 2019. 13:52

 

 

„წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთის წყალობა შემოგვრჩა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

 

„დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს ,რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან",- ბრძანა პატრიარქმა.

 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

 

„მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დასძლევენ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა აკურთოხს ერი. ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი. მადლი ღვთისა და წყალობა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. ღმერთი ჩვენთან არის“,- ბრძანა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი