logo_geo
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეიდან დამატებითი მატარებელი ინიშნება
- +

11 აგვისტო. 2019. 14:09

 

„საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 11 აგვისტოდან მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

 

გასვლა თბილისიდან – 09:05 საათი;

 

ჩასვლა ბათუმში – 14:42 საათი;

 

გამოსვლა ბათუმიდან – 18:30 საათი;

 

ჩამოსვლა თბილისში – 00:07 საათი.

 

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: „Georgian Railway Tickets“-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ასევე, ვებგვერდებზე: Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი