ავტობანზე, გორთან ახლოს მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „პირველ არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მომხდარის გამო ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.