logo_geo
მამუკა ბახტაძე: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში ოლიმპიური პარამეტრების აუზები დაგვემატება
- +

12 აგვისტო. 2019. 10:31

 

„თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში ოლიმპიური პარამეტრების აუზები დაგვემატება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ბახტაძემ  საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა.

 

„მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მე ძალიან მიყვარს წყალბურთი, სპორტის ეს ულამაზესი სახეობა. ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს წყალბურთში. არსებობდა გარკვეული ჩავარდნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო წყალბურთის მომავალ ვარსკვლავებს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერმა წყალბურთელებთან ერთად წარმატებული ასპარეზობა მიულოცა ქართველ მოკრივეებს, რომლებმაც 7 ოქროს მედალი მოიპოვეს.

 

თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 18 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში ევროპის 16 ნაკრები მონაწილეობს.

 

 

 

big_banner
არქივი