logo_geo
საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი იქნება
- +

12 აგვისტო. 2019. 13:26

 

საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ, დღეს სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი წარადგინა. თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა.

 

ლევან სურგულაძის განცხადებით, მთავარი რისკის ოფიცერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელ კონტროლს, თითოეული ტრანზაქციის დონეზე.

 

„რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. რისკის კონტროლის პოლიტიკის, პროცედურების და მეთოდოლოგიების შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რისკის კონტროლი სრულ გამჭვირვალობას მოიაზრებს და შესაბამისი პოლიტიკა, პროცედურები, მეთოდოლოგია და პერიოდული რეპორტები იქნება საჯარო. რისკის კონტროლის სტრუქტურის სრულად გამართვა წარმოადგენს წარმატებული საინვესტიციო პროცესის წინაპირობას. მიმდინარეობს რისკის კონტროლის სტრუქტურის დაკომპლექტება უმაღლესი, მათ შორის, განსაკუთრებული ტექნიკური ექსპერტიზის მქონე კადრებით“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი