logo_geo
ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ, მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა
- +

12 აგვისტო. 2019. 14:38

 

ტაქსისტ ძმებს მოქალაქემ საკუთარი მანქანა ათხოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ძმა, რატი ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

მისი თქმით, მეორე მანქანას დედის დასახმარებლად გამოიყენებენ. აქამდე ძმები მხოლოდ ერთი ავტომობილით ტაქსაობდნენ.

 

„დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა.

 

შეიძლება არ შეგიმჩნევიათ მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის, მანქანა რომელიც ერთმა საოცარმა ადამიანმა გვათხოვა მე და ჩემს ძმას, იმისთვის რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი განსაცდელის შესახებ.

 

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ ამ ადამიანის.

 

გიორგი ჭინჭარაული -  დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის ძმებად გვიგულე მე და ჩემი ძმა, მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ“, - წერს რატი ქართველიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით #მაიასთვის. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის ცდილობენ სამკურნალო თანხის შეგროვებას. ამის შესახებ მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი წერს.

 

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.​​

 

 

 

big_banner
არქივი