logo_geo
მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს
- +

12 აგვისტო. 2019. 15:35

 

 

 

მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

მორწმუნეები მზის ამოსვლასთან ერთად მეჩეთში იკრიბებიან და ალაჰის სადიდებლად ლოცულობენ. დილის ლოცვის შემდეგ კი, მსხვერპლშეწირვის რიტუალი იწყება.

 

ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მორწმუნეები შინაურ ცხოველს – საქონელს ან ცხვარს წირავენ. ხორცს კი, გაჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ. მორწმუნეები ყველას ეხმარებიან, მათი რელიგიისა და აღმსარებლობის მიუხედავად.

 

დღესასწაულამდე სამი კვირით ადრე, ტრადიციისამებრ მუსლიმები მექას მოილოცავენ. მექა მორწმუნეებისთვის ყველაზე წმინდა ადგილი, ყურბან-ბაირამი კი, ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელიც სამ დღეს გრძელდება.

 

მორწმუნეები დღეს მარნეულში იმამ ალის მეჩეთშიც დილიდან შეიკრიბნენ. დილის ლოცვის შემდეგ კი, შეწირული ხორცი გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.

 

 

 

big_banner
არქივი