logo_geo
17 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრეს, კომატოზურ მდგომარეობაშია
- +

13 აგვისტო. 2019. 14:27

 

 

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის განცხადებით, 17 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრეს, კრიტიკულად მძიმეა.

 

„პაციენტი გადმოიყვანეს ალადაშვილის კლინიკიდან. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, - განუცხადეს „ambebi.ge“-ს ღუდუშაურის კლინიკაში.

 

თავის მხრივ, შსს-ში აცხადებენ, რომ 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.

 

„სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

 

ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკვერში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით, 17 წლის ერეკლე ჩ-ს ძაღლმა დაჭრაში ბრალდებულის, დიმიტრი რ-ს ძაღლს უკბინა, რასაც ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის შემდეგ, არასრულწლოვანი სახლში დაბრუნდა და თავის ძმასთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა დაკარგული ჯვრის საპოვნელად. დაჭრილი 17 წლის ერეკლეს მეზობლების თქმით, ძმებს სწორედ ამ დროს ესროლეს, არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მის ძმას კი მსუბუქი დაზიანებები აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი