logo_geo
ქუთაისსა და წყალტუბოში აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
- +

15 აგვისტო. 2019. 18:18

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 16-17 აგვისტოს, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები მიიღებენ მონაწილეობას.

 

სპეციალისტებს შორის იქნებიან: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი და უროლოგი.

 

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია (მუცლის ღრუს ექოსკოპია), სისხლში შაქრის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით, დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.

 

ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწვეს.

 

მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს  16 აგვისტოს ქ. ქუთაისში „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ ბიჭვინთაში“ და 17 აგვისტოს ქ. წყალტუბოში „აიგ პირთა წყალტუბოს პოლიკლინიკაში“ 10:00-დან 17:00-მდე ჩაუტარებს.

 

მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩხობაძის N16; ქ. წყალტუბო, 26 მაისის ქუჩა N17.

 

 

big_banner
არქივი