logo_geo
მას დღემდე ამის შესახებ არსად უხსენებია - რას ამბობს კახი კალაძეზე პროექტ შინდისის ავტორი
- +

16 აგვისტო. 2019. 23:23

 

„პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი შინდისში, გმირების სახელზე აგებულ ტაძარზე საუბრობს.

 

როგორც ის ჩვენთან ყვება, აგვისტოს ომში ბავშვობის მეგობარი დაკარგა, შინდისის ჩვიდმეტ გმირთაგან ერთ-ერთი. მიხეილ დვალიშვილის საფლავთან პირობა დადო - მის სახელს (სხვებთან ერთად) მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააცნობდა და უკვდავყოფდა.

 

ედმონდმა რამდენიმე პროექტი დაგეგმა - დოკუმენტური ფილმები, მონუმენტი, ტაძარი, მხატვრული ფილმი, მუზეუმი... ამათგან უმეტესი ნაწილი აღსრულებაში მოიყვანა. დარჩენილია აგვისტოს ომის მუზეუმის გაკეთება, რომელიც შინდისში, გმირების აფეთქების ადგილას (სადგურთან) იგეგმება.

 

„შინდისში 2015 წლის აგვისტოში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გახსნაზე უწმინდესი ბრძანდებოდა, მოხდა მისი კურთხევა. ეს ტაძარი საკუთარი თანხებით ააგო კახი კალაძემ. მას დღემდე ამის შესახებ არსად უხსენებია. როდესაც შინდისში იყო ჩასული და ტაძრის გათხრილი საძირკველი ნახა (რომელსაც უსახსრობის გამო ვერ ვაშენებდით), მაშინ მოსახლეობას დაპირდა, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებს მოვიგებ თუ არა, საკუთარი სახსრებით ავაგებ ამ ტაძარსო. ააგო და ერთი სიტყვა არ დასცდენია საკუთარ აგებულ ტაძარზე“, - ამბობს ედმონდი.

 

როგორც ედმონდი „პრაიმტაიმთან“ აღნიშნავს, გმირების სახელზე აშენებული ტაძარი ფილმის შემოსავლით მოიხატება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი