გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით, ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე მცხოვრებლები შესაძლოა სროლისა და აფეთქების ხმამ გააღვიძოს.
მიზეზი სრულიად უწყინარია და მკითხველს კიდევ ერთხელ დავამშვიდებთ, რომ ეს კონფლიქსტა და კრიმინალს არ უკავშირდება.
19 აგვისტოს დილის 07:00 საათიდან ჰოლივუდის ფილმის - „Fასტ ანდ Fურიოუს 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა.
ფილმის ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით მოძრაობა უკვე შეიზღუდა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.
წყარო: .primetime.ge