logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების წარმომადგენლებს არავისზე ნაკლებად არ ადარდებთ თითოეული მოქალაქის ბედი
- +

19 აგვისტო. 2019. 15:35

 

 

„ხელისუფლების წარმომადგენლებს არავისზე ნაკლებად არ ადარდებთ თითოეული მოქალაქის ბედი, რომელიც გაიტაცეს კონფლიქტით დაზარალებული სოფლებიდან“, -განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, აპირებს თუ არა საოკუპაციო ზოლთან ჩასვლას.

 

„ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით არის ერთგვარი პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნილი. ხელისუფლების წარმომადგენლებს არავისზე ნაკლებად არ ადარდებთ თითოეული მოქალაქის ბედი, რომელიც უკანონოდ დააკავეს, გაიტაცეს კონფლიქტით დაზარალებული სოფლებიდან.

 

მაგრამ, ეს ადამიანები ზუსტად იმას აკეთებენ, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს და კიდევ უფრო რთული ხასიათი შეიძინოს ამ პროვოკაციებმა და დარღვევებმა, რომლებსაც აქვს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი და მათთან დაკავშირებული ხალხი არიან ომის მომხრეები და ეს ომი მათ სჭირდებათ ერთადერთი რამის გამო, რომ ჩამოიშალოს სახელმწიფო და მათ გარკვეული თავისი ვიწრო პოლიტიკური გეგმები შეასრულონ.

 

„ეს არ მოხდება და მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ ყველა მოქალაქესთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ექნება მშვიდობიანი მომავალი. ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს. არც ერთი პროვოკატორი გარედან თუ შიგნიდან ჩვენს მომავალს არ ქმნის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი