logo_geo
თელავში შვიდი წლის გოგონას გველმა უკბინა
- +

20 აგვისტო. 2019. 02:36

 

თელავში, ტაბიძის ქუჩაზე, შვიდი წლის გოგონას გველმა უკბინა. ბავშვის მშობლების ინფორმაციით, გოგონამ ეზოში თამაშის დროს შუბლისა და საფეთქლის არეში ტკივილი იგრძნო.

 

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბავშვმა ქვეწარმავლის ხელით მოცილება მოასწრო, მაგრამ შუბლთან და საფეთქელთან ნაკბენი მაინც ჰქონდა“, - თქვა გოგონას დედამ „პრაიმტაიმთან“.

 

მცირეწლოვანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

 

ამჟამად გოგონა სახლში იმყოფება, თუმცა სისხლში მცირეოდენი ცვლილებების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მას მედიკოსების მეთვალყურეობა სჭირდება.

 

 

 

big_banner
არქივი