logo_geo
პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს: თუ თვლით, რომ ნოდარ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოთ
- +

20 აგვისტო. 2019. 17:08

 

 

„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ“, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა.

 

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება - წასვლისა თუ დარჩენის შესახებ - თავად ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ.

 

„ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც არის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი. ამ არხზე მუშაობს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მათ საქმიანობაში ჩარევას არავინ აპირებს. ამაში თვითონ დარწმუნდებიან.

 

„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ ამაში არავინ ჩაერევა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით. თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ არ მოხდება თქვენს საქმიანობაში ჩარევა“, - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

 

big_banner
არქივი