logo_geo
საზიარო ავტომობილების სერვისი ბათუმში ხვალიდან ამოქმედდება
- +

21 აგვისტო. 2019. 21:20

 

 

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც 22 აგვისტოდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა შეეძლება როგორც, ადგილობრივ მოსახლეობას ასევე, ტურისტებს.

 

კომპანია „აიქარის“ ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასა და ბათუმის სტუმრებს ექნებათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობის დეტალებს, ბათუმში, ძველი ბულვარის შესასვლელში, შადრევნებთან გაიმართა. ქალაქში ელექტრომობილების საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მანქანები ბულვარის შესასვლელში განთავსდა.

 

როგორც კომპანია „აიქარში“ აცხადებენ, ეკოლოგიური პროექტების განვითარებით საქართველო დგება იმ ევროპული ქვეყნების გვერდზე, სადაც ზრუნავენ გარემოზე, უფრთხილდებიან ეკოლოგიას. ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ მწვანე ეკონომიკის განვითარებაა გამოცხადებული.

 

„ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ჩვენი ჯგუფის მიერ წამოწყებული პროექტების ერთ-ერთ ის მიმართულებაა, რომელიც პასუხობს დღევანდელი მსოფლიოს ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, მობილურობა, არჩევანის თავისუფლება – ეს არის სწორედ „აიქარის“ როგორც სერვისის იდეა. ჩვენი პროექტები უფრო დიდ წრეს ქმნის, ჩვენი კომპანია „აიენერჯი“ ზრუნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, თბილისში და ბათუმში უკვე განთავსდა რამდენიმე ათეული ელექტრო გასამართი მოწყობილობა. პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე ელექტროგასამართი სადგურების რაოდენობა 300 მიაღწევს. 2020 წელს მომხმარებელს შევთავაზებთ საქართველოში წარმოებულ პირველ ელექტრომობილს. ქუთაისის ქარხანაში წარმოებული ქართული ელექტრომობილები გავა ექსპორტზეც და ტვირთბრუნვაში დადებით დინამიკას შექმნის. ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიული გზით, მზის პანელებით ელექტროენერგიის მოპოვება, რითაც, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე“, - აცხადებს „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

 

ბათუმი თბილისთან ერთად იმ ქალაქების რიცხვშია საიდანაც, ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, იწყებს მომავლის პროექტების განხორციელებას. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, „აიქარი“ შევა ქუთაისში, შემდეგ თელავში, რუსთავში და ეს სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარდება.

 

 

big_banner
არქივი