„რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2"-ში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად განხილვის რეჟიმი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. დღეს „რუსთავი 2“ „კურიერის“ შემადგენლობის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. დღეს ეთერში „კურიერის“ არც ერთი გამოშვება არ გასულა.