logo_geo
როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
- +

20 თებერვალი. 2017. 11:44



„კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.


„თავს კარგად გრძნობს უწმინდესი. ყველა მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად აკვირდებიან, ჩვენთვის მისაღებია. მთელ საქართველოს ვულოცავ უწმინდესის წარმატებით ჩატარებულ მკურნალობას", - განაცხადა ცისანა შარტავამ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს, 17:30 საათზე დაბრუნდება. კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.



 

big_banner
არქივი