logo_geo
Facebook-ჯგუფებში ჩატის ფუნქცია უქმდება
- +

22 აგვისტო. 2019. 03:03

 

 

22 აგვისტოს „Facebook“ ჯგუფებში ჩატების ფუნქციას გააუქმებს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ჩაუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ  „Community Leadership Circles“-ზე გამოქვეყნდა.

 

ჯგუფებს შიგნით ჩატების ფუნქცია წევრების უფრო მეტი დაახლოებისთვის გააკეთეს, რათა მათ თავიანთი ფიქრები არამხოლოდ კომენტარებში გაეზიარებინათ, არამედ პირადადაც.

 

 

 

16 აგვისტოდან ზოგიერთ ქვეყანაში უკვე წაიშალა ეს ფუნქცია, 22 აგვისტოს კი ჯგუფის ჩატი მთლიანად გაითიშება.

 

„Facebook“-ში აღნიშნავენ, რომ ესმით ასეთი ჩატების მნიშვნელობის, თუმცა მათი თქმით, კომპანიის ამოცანაა ცოცხალი ურთიერთობის შესაქმნელად საფუძვლიანი პლატფორმის დამკვიდრება.

 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ზოგ მომხმარებელს ეგონა, რომ საუბარი იყო დამოუკიდებლად შექმნილ ჩატზე, რომელსაც რამდენიმე მონაწილე ჰყავს. ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ დამოუკიდებელ ჩატებს ეს არ შეეხება.

 

 

big_banner
არქივი