logo_geo
ბიძინამ თქვა, კარავში კი არა, „ბუტკაში“ შედითო!
- +

22 აგვისტო. 2019. 19:55

 

 

 

მამალი „ნაციონალი“, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი მეფუტკრე, გეპეის მეოთხე კურსამდე ვერმისული და შემდეგ გამოგდებული კობა ხაბაზი შეკვეთილში ჩავიდა, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ კარავი გაშალა და საპროტესტოდ წამოკოტრიალდა. პროტესტის მიზანი გახლავთ ივანიშვილის არდაძინება და მისი ძალაუფლების დამხობა. კობა ხაბაზს ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით გაესაუბრა:

 

ალიო... კობა ხარ ხაბაზი?

 

ჰოდა, შე აფრაკო, ბიძინამ თქვა, „ბუტკაში“ შედიო, კარავში კი არაო!

 

ჰო, ჰო... ნუ შევარდები ხოლმე ხან „კამაზის“ ქვეშ, ხან ვირის „ტაჩკის“ ქვეშ, ხან კიდე დაძონძილ კარავში, შე ჩემა, „ბუტკაშიო“, რით ვერ გაიგე?!

 

არ გამოხვალ? რატომ, ივანიშვილის იმპერია უნდა დაამხო?

 

აბა იმპერია?

 

კაი, რააა... გეყოფა, პატარა კი აღარ ხარ? ადე, ბიჭო, წაი ქობულეთში, ისევ მეფუტკრეობა განავითარე, ეგ საქმე უკეთესად გამოგდიოდა!

 

არ გინდა? აბა, როდემდე უნდა იჯდე ივანიშვილის სახლთან, თავმოყვარეობა აღარ გაქვს? პრინციპში, არც ადრე გქონდა, მაგრამ მაინც.

 

მანდ უნდა მოკვდე გმირულად? კარგი რა, შეტრიალდი და ფეხებით წამოდი, შეიძლება თავით ვერ გამოეტიო!

 

 

 

ჰო, კარგი, შენი საქმისა შენ იცი... ისე, მაინც შეგახსენე, ბიძინამ თქვა, „ბუტკაშიო“, კარავში არაო, გაცივდები და ცინგლი ჩამოგივაო!

 

 

big_banner
არქივი