logo_geo
მცხეთაში, საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივით, ნაყინის გრანდიოზული ფესტივალი გაიმართა
- +

25 აგვისტო. 2019. 23:05

 

 

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ბიზნესსტრუქტურების თანადაფინანსებით განხორციელდა.

ფესტივალის ფარგლებში, გამაგრილებელი დესერტის დეგუსტაცია მოეწყო, რომელიც ბელორუსულმა კომპანიამ, „მოროზპროდუქტ ჯორჯიამ” უზრუნველყო. ფესტივალის თანადამფინანსებლები იყვნენ: „საჭაშნიკე“, „კოკა-კოლა“ და „ლიდერფუდი“, ხოლო ღონისძიება საკუთარი პროდუქციით კომპანიებმა – „სნომ“ და „ზედაზენმა გაამრავალფეროვნეს ”.

 

ფესტივალის წამყვანმა, ნიკო კანკიამ ბავშვებს საზაფხულო თემატიკაზე ნახატების დახატვა სთხოვა, გამარჯვებული ნამუშევრების სამი ავტორი კი თავად საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა, ანუკი არეშიძემ დააჯილდოვა. უამრავ სიურპრიზთან და გათამაშებასთან ერთად, ფესტივალის სპეციალურმა სტუმრებმა, იტალიელმა მზარეულმა, ენზო ნერიმ და ნუცა სურგულაძემ ფესტივალის სტუმრებს ექსკლუზიური რეცეპტით სხვადასხვა სახის დესერტი და კოქტეილები დაუმზადეს.

ანუკი არეშიძე ფესტივალზე ორ შვილთან ერთად ჩავიდა, სტუმრებს მზარეულებთან ერთად გაუმასპინძლდა და ყველა გასართობ პროგრამაში მონაწილეობა პირადად მიიღო.

 

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მისი მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ხელშეწყობით, მოზარდების მიმართ ერთობლივი ზრუნვა, რათა ფონდმა ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებასა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ურთიერთინტეგრაციისა და ჯანმრთელი კომუნიკაციის დამყარებას. მნიშვნელოვანია, ასევე, საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად თავის დამკვიდრების მიზნით, მათი ფსიქო-კომპლექსური დამოკიდებულების დარღვევა, ერთიანობის შეგრძნების გაღრმავება და მოტივაციის ამაღლება.

 

საქველმოქმედო ფონდი „ანუკი არეშიძე“ მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ყველა პარტნიორ კომპანიას. ფონდი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი სახის მასშტაბური გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი