logo_geo
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს
- +

26 აგვისტო. 2019. 20:13

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

 

მედიაში არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, თუმცა, თავად შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას მედიაში, კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც შუბლაძე განმარტავს, მან მხოლოდ შემოთავაზება მიიღო. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ასევე განიხილებოდა ჟურნალისტ თამარ რუხაძის კანდიდატურაც.

 

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

 

 

big_banner
არქივი