logo_geo
ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა
- +

28 აგვისტო. 2019. 15:58

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

 

მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ასევე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კობა გვენეტაძემ ღონისძიებაზე მორაგბე მამუკა გორგოძეს საჩუქრად ოქროს საკოლექციო მონეტა, ხოლო ნაკრების ყველა წევრს ვერცხლის მონეტები გადასცა.

 

მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.

 

ახალი საკოლექციო მონეტები გაყიდვა 2019 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი