logo_geo
რას ჰყვება პეკინზე დაჭრილი ბავშვის მამა
- +

29 აგვისტო. 2019. 02:28

 

 

რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა უყვება, რომ პეკინის გამზირზე, როდესაც ის მეუღლესთან და 3 წლის ტყუპ შვილებთან იმყოფებოდა, მის ერთ-ერთ შვილს მოულოდნელად ოჯახისთვის აბსოლუტურად უცნობი ქალი დაესხა თავს.

 

„სასეირნოდ ვიყავით გამოსული ქუჩაში, შევამჩნიე, რომ გამვლელი ქალი მოგვიახლოვდა და ბავშვისკენ გადაიხარა, მეგონა რომ მოფერებას აპირებდა, ასე გამვლელები ხშირად ეფერებიან ხოლმე ბავშვს და ბუნებრივ საქციელად ჩავთვალე. შემდეგ უკვე მეორე ბავშვისკენ გამოიწია, დანა რომ ეჭირა ხელში ეგეც კი გვიან შევამჩნიე, ჩემი მეუღლის და ბავშვის ტირილზე გავაცნობიერე, რომ რაღაცა მოხდა, მერე დავინახე რომ ბავშვს სისხლი მოსდიოდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ბავშვის მამა.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

 

big_banner
არქივი