logo_geo
პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ
- +

29 აგვისტო. 2019. 10:55

 

პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს ჟვანიას სახელობის კლინიკიდან დღეს გაწერენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა.

 

როგორც ვასაძე განმარტავს, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ბინაზე უნდა გავწეროთ. პაციენტს საკმაოდ ღრმა ჭრილობები აღენიშნებოდა ცხვირის ფუძის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა მოხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ის შემდგომი მკურნალობის მიზნით პალატაში მოთავსდა. ამჟამად, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის რეკომენდაციებით სახლში გაეწერება.

 

პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს“, - განაცხადა ვასაძემ.

 

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი