logo_geo
ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს
- +

29 აგვისტო. 2019. 11:50

 

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ცხედარს თბილისის აეროპორტში დახვდნენ პანკისის ხეობის მცხოვრებნი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი. პანკისელები ამბობენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული.

 

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი, რომელიც უკვე დაკავებულია.

 

 

 

 

big_banner
არქივი