logo_geo
3 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი
- +

31 აგვისტო. 2019. 15:03

 

საქართველოს ცალკეულ რაიონებში 1 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება, ზღვისპირეთში 26-28 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-27 გრადუსია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ სექტემბერს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

2-3 სექტემბერს კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა-ელჭექით არის ნავარაუდევი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი