logo_geo
რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიურ ურთიერთობას
- +

1 სექტემბერი. 2019. 13:17

 

 

მოსწავლის განვითარებაში მასწავლებელი და მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის მოზარდის მიღწევებს და მიისწრაფვის სკოლის გაუმჯობესებისკენ.  ამას მისურის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პედაგოგსა და მშობელს შორის დადებითი, ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს მოსწავლეების წარმატებას და როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ურთიერთობის დამყარება მასწავლებლის მიღწევაა, მასზეა დამოკიდებული როგორ ითანამშრომლებს  მოსწავლის მშობელთან.

 

მისსოურის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 100-ზე მეტი პედაგოგი მშობლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოების მისაღწევად სპეციალურ პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართეს. ასევე, ტრენინგებს მათ კლასის მენეჯმენტის საკითხებიც გაიარეს.

 

პედაგოგებმა შეისწავლეს,როგორ უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან იმ შემთხვევაშიც კი , თუ მათ ხშირად ვერ ნახულობენ. მკვლევრები კი მასწავლებლების  შესაძლებლობებს ერთი სასწავლო წლის მანძილზე ცდიდნენ, აკვირდებოდნენ მოსწავლეების პროგრესს და მშობლების ჩართულობას შვილების სწავლაში.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როცა მაღალი იყო მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის ხარისხი, მოსწავლეები იყვნენ ბევრად უფრო სოციალურები და ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება. ამასთან, მასწავლებელსა და მშობელს შორის კარგი ურთიერთობის შექმნა დიდწილად პედაგოგზეა დამოკიდებული. მას ევალება ამ კავშირის მართვა.

 

მასწავლებელსა და მშობელს შორის მჭიდრო ურთიერთობის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს:

 

  1. ისწავლეთ მათი სახელები – საკუთარი სახელი ყველასთვის მნიშვნელოვანია და კარგი ურთიერთობის დამყარების პირველ ეტაპზე აუცილებელია, იცოდეთ თქვენი მოსწავლის მშობლის სახელი.

 

  1. 2. იყავით დაკვირვებული – სანამ გამოიყენებთ ფრაზას „თქვენი შვილი“ დარწმუნდით, რომ ის მართლაც შვილია. სანამ კარგად გაიცნობთ, ფრთხილად დაუსვით ღია კითხვები. გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ტიპის ოჯახი და მშობელი არსებობს – განქორწინებული, აყვანილი ბავშვით, დაუქორწინებელი, ქმრის შვილის აღმზრდელი…

 

  1. გააკეთეთ განცხადება – უთხარით, რომ თქვენ მათთან თანამშრომლობა გსურთ და ყოველთვის მზად ხართ მითითებების მისაღებად.

 

  1. ხშირი კომუნიკაცია – სასურველია, კვირაში ერთხელ გააცნოთ კლასის სიტუაცია. მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება მათი შვილის კლასში, ასე რომ , ნუ დაადებთ ტაბუს ამ საკითხს. თამამად ისაუბრეთ პრობლემებზე და შეეცადეთ, მათთან ერთად იპოვოთ გადაჭრის გზები.

 

  1. აცნობეთ კარგი ახალი ამბავი – თუ ბავშვმა მაღალი ქულა დაიმსახურა, წინა ნიშანი გამოასწორა ან რომელიმე პედაგოგმა თქვენთან შეაქო, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს მის მშობელს.

 

  1. 6. დაუსვით კითხვები – რას აკეთებს სკოლის შემდეგ? რა აინტერესებს ყველაზე მეტად? როგორ ფიქრობთ, რა არის მისი საუკეთესო თვისება? – მსგავსი კითხვებით მშობელზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენთ

 

  1. მოუსმინეთ მშობლებს – მართლა მოუსმინეთ. მათ ძალიან ბევრი იციან საკუთარი შვილების შესახებ და ეს თქვენ გჭირდებათ.

 

  1. გაუღიმეთ ბავშვს – თუ მშობელს ბავშვის თანდასწრებით ესაუბრებით, გაუღიმეთ მოსწავლეს და დაამყარეთ თვალებით კონტაქტი მასთან

 

  1. სთხოვეთ დახმარება – ზოგჯერ მშობლებს უნდათ იყვნენ აქტიური მშობლები, მაგრამ არ იციან, რა გააკეთონ. თუკი ასეთ ინტერესს შეამჩნევთ, შესთავაზეთ კლასის საქმეებში დახმარება. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რაშიც ისინი თქვენს დახმარებას შეძლებენ. ეს შეიძლება იყოს, ღია გაკვეთილის მოწყობა ან რაიმე ტიპის არასტანდარტული გაკვეთილისთვის მზადება.

 

  1. იყავით მომთხოვნი – სთხოვეთ მშობლებს, დაეხმაროს საშინაო დავალების შესრულებაში ან ჩაიბაროს გაკვეთილები ან წაიკითხოს წიგნები მასთან ერთად.

 

  1. აუხსენით თქვენი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა – თუკი მშობელი განათლების სისტემას არ იცნობს,დაეხმარეთ გაერკვეს მასში. აუხსენით თქვენი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მიზეზი.

 

  1. გამოხატეთ მადლიერება – გადაუხადეთ საჯარო მადლობა, თუკი რაიმეში დაგეხმარათ ( კლასის საქმეებში,მის შვილთან ურთიერთობის გამოსწორებაში, ბავშვის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში…)

 

 

 

 

big_banner
არქივი