logo_geo
ია ფარულავა „რუსთავი 2“-ში რჩება
- +

1 სექტემბერი. 2019. 19:20

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „რუსთავი 2“-ში რჩება. ამის შესახებ ფარულავამ „On.ge“-ს განუცხადა.

 

მისი თქმით, ის კვლავ გადაცემა ფარულ კონვერტს წაიყვანს. გადაცემაზე რუსთავი 2-ის კომედი ჯგუფი მუშაობს.

 

27 აგვისტოს კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი „რუსთავი 2“-ში რჩებიან. გვარამიას მთავარ არხზე კი გადავიდნენ ვანო ჯავახიშვილი, თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი, ვასო ფხაკაძე და კიდევ რამდენიმე მსახიობი.

 

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც „რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი“ და „შიდა ომები“ დაასახელა.

 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. „რუსთავი 2“ დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი