logo_geo
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა
- +

2 სექტემბერი. 2019. 14:19

 

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

 

ბადრი მაისურაძე 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი