logo_geo
„ჩემი ცოლის დაქალები“ ქასთინგს აცხადებს
- +

3 სექტემბერი. 2019. 21:28

 

 

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მჟავანაძემ ახალი სეზონისთვის ქასთინგი გამოაცხადა.

 

„ყურადღებააა !!!

 

ცხადდება ქასთინგი სერიალისთვის !!!

 

ვეძებთ 14-16 წლამდე არტისტულ გოგოებს და ბიჭებს, სასურველია სამსახიობო გამოცდილებით.

გთხოვთ, ფოტოები (მიაწერეთ ასაკი, გამოცდელება თუ გაქვთ და საკონტაქტო ინფორმაცია) დადეთ კომენტარებში და ჩვენ დაგიკავშირდებით

 

გისურვებთ წარმატებას“, - წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია რ2-ზე აღარ გავა. როგორც სერიალის შემქმნელებმა განაცხადეს, ახალი სეზონიდან ჩცდ ეთერში ფორმულა „კრეატივის“ ტელევიზიიდან გავა.

 

 

big_banner
არქივი