logo_geo
სტუდენტებს, რომლებიც რეზიდენტურაში ფსიქიატრიულზე სწავლას გააგრძელებენ, სახელმწიფო დააფინანსებს
- +

4 სექტემბერი. 2019. 10:56

 

„ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში სპეციალისტების სიმცირის გამო, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წაახალისოს სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები. ვინც მოინდომებს და რეზიდენტურაში ფსიქიატრიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს სწავლის გადასახადს. ეს ხდება იმიტომ, რომ დარგში სპეციალისტების დეფიციტია, სისტემა განიცდის კადრების სიმცირეს“, - ამის შესახებ „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 2020 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება სამი მილიონით გაიზრდება და 27 მილიონი ლარი გახდება.

 

„როგორც იცით, ბოლო პერიოდში იზრდება ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ექვსჯერ და მეტად გაიზარდა თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების დაფინანასება. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი, 2019 წელს გახდა მილიონ შვიდასი ათასი ლარი. 2020 წლეს კიდევ სამი მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც ძირითადად მიმართული იქნება სათემო ამბულატორიულ სერვისზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსება ძირითადად საოჯახო ტიპის დაწესებულებების აშენებას მოხმარდება. როგორც გაბუნიამ განაცხადა, წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს რუსთავში საოჯახო ტიპის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 25 საწოლზე იქნება გათვლილი და გაზაფხულამდე დასრულდება. შერჩეულია ლოკაციები კახეთშიც. რეგიონში ორი, 30 საწოლზე გათვლილი, ფსიქიატრიული ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. პროექტები ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი