logo_geo
საუდის არაბეთიდან ბათუმში ფრენები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება
- +

4 სექტემბერი. 2019. 12:06

 

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე განაგრძობს.

 

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში სამი სიხშირით – ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „ფლაინასს“ (Flynas) საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.

 

 

 

big_banner
არქივი