logo_geo
NAEC ქართულში ბარიერის 9 ქულამდე დაწევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
- +

4 სექტემბერი. 2019. 14:38

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერის 9 ქულამდე დაწევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.

 

როგორც ცენტრში ამბობენ, ბარიერმა ტესტის სირთულიდან გამომდინარე დაიწია.

 

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ტესტის პირველ ვარიანტში გამსვლელი ქულის 18-დან 9-მდე დაწევამ. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე ამბობს, აბიტურიენტების ნაწილმა ტესტი არასწორად გაიგო.

 

„აბიტურიენტთა ნაწილმა ყურადღებით არ წაიკითხა დავალების ინსტრუქცია და კოტე ჯანდიერის მოთხრობის სათაური „გლობალიზაცია“ ესეს დავალებად ჩათვალა, შესაბამისად, შემოთავაზებული დავალების [წაკითხულის გააზრების] ნაცვლად დაწერა არგუმენტირებული ესე ამ მოთხრობის მიხედვით“, - აცხადებს ნანა ლოლაძე.

 

მისი თქმით, ახალი თაობის დიდი ნაწილი საპროგრამო ნაწარმოებებს არ იცნობს და ფაქტი სწორედ ამან განაპირობა.

 

 

 

 

big_banner
არქივი