logo_geo
ცნობილი ტელეწამყვანი ნუგზარ ჯუღელი კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს
- +

4 სექტემბერი. 2019. 15:26

 

საქართველოს პირველი არხის ყოფილი ტელეწამყვანი ნუგზარ ჯუღელი კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

 

ცნობილ ტელეწამყვანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. 1959-1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა. მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. აღიარება და პოპულარობა კი, სპორტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

 

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

 

 

 

 

big_banner
არქივი