„დასავლეთ საქართველოში 4-დან 6 სექტემბრამდე უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი“, - ამის შესახებ ,,პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში არ იწვიმებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუს მიაღწევს.
7 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება და ტემპერატურა დაიკლებს.
8 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. სინოპტიკოსები დაბლობ რაიონებში 30-32 გრადუსს, ხოლო სანაპირო რაიონებში 27-29 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 8 სექტემბრის ჩათვლით არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია იყოს წვიმა ელჭექით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.
9-11 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
12-13 სექტემბერს გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-30 გრადუსს მიაღწევს.